+39 (338) 3113790 info@ninosurguladze.com

Aida Lewis surclassata da Aida Nizza (ge)

LogoADM

მაღალი დონის და სახელის კიდევ ერთი ხმა იყო მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ამნერისის როლში; მის შესრულებას თან ახლდა დომინანტური სამსახიობო თამაში და სოლიდური ვოკალი; მას გააჩნია კარგი ვოკალური საფუძვლები საშუალო და დაბალ რეგისტრში საუცხოო გადასვლებით მაღალ რეგისტრში, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ყოველთვის აღსავსე იმ ვოკალური წონით, რომელიც საჭიროა პერსონაჟის ემოციური თვისებების გადმოსაცემად; ლირიული მომენტებიდან დაწყებული და უფრო მძაფრი მომენტებით დამთავრებული, მან დიდი მრავალფეროვნებით ცვალა აქცენტები და მიწაზე განრთხმულმა სპაზმამდე მიგვიყვანა “Mi sento morir”-ში, რათა შემდეგ მრისხანებით აფეთქებულიყო დამაგვირგვინებელ მაღალ ნოტაზე “Anatema su voi”-ში –

… განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა ზემოხსენებული ამნერისის სიკარგესა და არტისტულ ავთენტურობას, რომელიც არ შეცვლილა ორი საღამოს განმავლობაში. ჩემს მიერ ნანახი მეორე სპექტაკლის დროსაც სცენაზე ნინო სურგულაძე იდგა. სწორედ ამ მეორე წარმოდგენის დროს საშუალება მქონდა სპექტაკლის მსვლელობით მესიამოვნა სცენის გვერდითი ლოჟიდან და უფრო შეგნებულად გამეწია ანგარიში მრავალი პოზიტიური თუ ნეგატიური ასპექტისათვის. კიდევ ერთხელ და ამჯერად ახლოდან დავინახე სურგულაძეში დიდი პროფესიონალიზმი იყოს საიმედო დასაყრდენი მის გარშემო მყოფი შემსრულებლებისათვის მათი სცენური ყოყმანის და უზუსტობის მომენტებში. საჭირო შემთხვევებში შესაფერისი მზერით, ყურადღებით და დახმარებით ჩიხური მომენტების დასაძლევად მან უეჭველად დაიმსახურა დაფასება და პატივი იმ სამყაროში, სადაც (თუგინდ არა ყოველთვის) “ძალაშია დევიზი”, “mors tua, vita mea” (“შენი სიკვდილი ჩემი სიცოცხლეა”).